საიტის სიახლეები
 
11 თებარვალი 2012
ახალი კონკურსი
გთავაზობთ ახალი კონკურსის თემას: "ცვივა თეთრი ფიფქები...". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სურათები თოვლის გარეშე კონკურსზე არ დაიშვება. ასევე არ დაიშვება პატარა, უხარისხო, დამუშავებული გრაფიკულ პროგრამებში და სურათები სხვა საიტების ლოგოტიპებით!
ახალი კონკურსი დაიწყება 26 თებერვალს. გისურვებთ წარმატებას!
  
 
30 იანვარი 2012
კონკურსის შედეგები
25 იანვარს დასრულდა კონკურსი თემაზე "მხიარული სახეები". კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
1. დათუჩა ბერიძე
2. მარიამი
3. მარიამი
4. ლუკა ხურცილავა – რედაქციის რჩეული

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
1. რკინიგზა
2. თოჯინა
3. კონსტრუკტორი
4. კალათბურთი.

ყველას გისურვებთ წარმატებას ახალ კონკურსში!
 

  
 
19 იანვარი 2012
ახალი კონკურსი
გთავაზობთ ახალი კონკურსის თემას: "კარნავალი". გთხოვთ ატვირთოთ მხოლოდ კარგი ხარისხის სურათები. პატარა, უხარისხო, დამუშავებული გრაფიკულ პროგრამებში და სურათები სხვა საიტების ლოგოტიპებით კონკურსზე არ დაიშვება!
ახალი კონკურსი დაიწყება 26 იანვარს. გისურვებთ წარმატებას!
  
 
26 დეკემბერი 2011
სურათების აქტივაცია
შეგახსენებთ, რომ საიტზე ატვირთული ნებისმიერი სურათი აუცილებლად გადის შემოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სურათის განთავსება ალბომში და კონკურსში. ეს დამატებითი უსაფრთხოების საშუალებაა, რათა არ დავუშვათ ბავშვებისთვის არასასურველი შინაარსის სურათების აღმოჩენა საიტზე. აქამდე სურათების შემოწმება და აქტივაცია ხორციელდებოდა საკმაოდ ხშირად, მაგრამ კონკრეტული გრაფიკის გარეშე. ახალი წლიდან შემოწმება და აქტივაცია ჩატარდება დღეში 3–ჯერ, დილის 12 საათზე, საღამოს 6 საათზე და ღამის 12 საათზე.
ამასთან ერთად, რადგან სურათის ატვირთვის პროცედურა საიტზე საკმაოდ მარტივია, გთხოვთ, ნუ გამოგვიგზავნით სურათებს ელ. ფოსტის საშუალებით. კონკურსის დასაწყისში აქტივობა იმდენად მაღალია, რომ ყველა ელ. ფოსტით მიღებული სურათის დამატება მაინც ვერ ხერხდება.
გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ!
  
 
26 დეკემბერი 2011
კონკურსის შედეგები
25 დეკემბერს დასრულდა კონკურსი თემაზე "აუ, რა გემრიელია!". კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
1. ვახუნა
2. დაკო თაბაგარი
3. ანასტასია ბოჯგუა
4. ნატალია ცუცქირიძე – რედაქციის რჩეული

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
1. ტრასა და კრებული "BEN 10"
2. ხალიჩა და კუბიკები
3. თოჯინა
4. თოჯინა.

ყველას გისურვებთ წარმატებას ახალ კონკურსში!
 

  
 
20 დეკემბერი 2011
ახალი კონკურსი
გთავაზობთ ახალი კონკურსის თემას: "მხიარული სახეები". კონკურსში მიიღება სურათები, სადაც ბავშვები იცინიან, ერთობიან ან სხვანაირად გამოხატავენ თავიანთ სიხარულს და ბედნიერებას. გთხოვთ ატვირთოთ მხოლოდ კარგი ხარისხის სურათები. პატარა, უხარისხო, დამუშავებული სხვა პროგრამების მეშვეობით და სურათები სხვა საიტების ლოგოტიპებით კონკურსზე არ დაიშვება!
ახალი კონკურსი დაიწყება 26 დეკემბერს. გისურვებთ წარმატებას!
  
 
28 ნოემბერი 2011
კონკურსის შედეგები
25 ნოემბერს დასრულდა კონკურსი თემაზე "ოქროსფერი შემოდგომა!". კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
1. ანასტასია
2. ელენიკო
3. თორნიკე ზარიძე
4. _ბარბი_ – რედაქციის რჩეული

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
1. თოჯინა და ხალიჩა
2. ხალიჩა და კუბიკები
3. რკინიგზა
4. თოჯინა.

ყველას გისურვებთ წარმატებას ახალ კონკურსში!
 

  
 
18 ნოემბერი 2011
ახალი კონკურსი
გთავაზობთ მომდევნო კონკურსის თემას: "აუ, რა გემრიელია!".
სურათები უნდა იყოს კარგი ხარისხის, გრაფიკულ პროგრამებში დაუმუშავებელი, სხვა საიტების ლოგოტიპების გარეშე.
ახალი კონკურსი დაიწყება 26 ნოემბერს.
გისურვებთ წარმატებას!
  
 
31 ოქტომბერი 2011
ძვირფასო მშობლებო და საყვარელო ბავშვებო!
მულტი-პულტის თეატრი მიემგზავრება ბაქოში, თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც გამართავს ქართული ხალხური ზღაპრის „წიქარას“ მსოფლიო პრემიერას.
„წიქარა“ ბიჭუნასა და ხარის უდიდეს მეგობრობაზე მოგვითხრობს, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ხასიათს, რომ მას დიდი მეგობრობა შეუძლია. სწორედ ქართული მეგობრობის ჰიმნი იქნება ნაჩვენები თოჯინების თეატრების პირველ საერთაშორისო ფესტივალზე. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მულტი-პულტი გაძლევთ შანს თქვენც მიიღოთ მონაწილეობა.
როგორ? მარტივად!
სიყვარულით დაგვიხატეთ რაც გსურთ, რომელშიც გამოხატავთ თქვენს სითბოს მსოფლიო ბავშვებისადმი, სიყვარულს თეატრისადმი . გამოავლინეთ თქვენს ნახატებში დამოკიდებულება ნებისმიერი ზღაპრის გმირებისადმი და პერსონაჟებისადმი.
ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს დიდი სიყვარული შეგვიძლია მოყვასისა, მით უმეტეს კეთილი მეზობლისა!!! ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ბაქოში შეკრებულ მსოფლიო ბავშვებს, რომ ქართველებს და ქართველ ბავშვებს ყველაზე მეტად შეგვიძლია სიყვარულის გაცემაც და გამოხატვაც.
თქვენს ნახატებს ჩვენ ბაქოში წავიღებთ და გამოვფენთ ბაქოს ყველაზე პრესტიჟული რუსული დრამატული თეატრის ფოიეში და მისი დათვალიერების საშუალება მიეცემა ათასობით ბავშვს. თქვენს ნახატებს „წიქარას“ დასრულების შემდეგ საჩუქარდ გადავცემთ არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ბავშვებს, არამედ ფესტივალის სტუმრებს ევროპისა და აზიის 14 ქვეყნიდან, რაც დასტური იქნება ჩვენი სიყვარულისა მათ მიმართ.
იჩქარეთ და არ გამოტოვოთ შანსი ამ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების, წარმოადგინეთ თქვენი ნამუშევრები, დააწერეთ მას თქვენი სახელი, გვარი და ასაკი. ნახატები მიიღება 2 ნოემბრამდე მულტი-პულტის სამყაროში, რომლის მდებარეობაცაა დოლიძის 5ა. ტელ. 2141551, 2472222.
  
 
30 ოქტომბერი 2011
კონკურსის შედეგები
25 ოქტომბერს დასრულდა კონკურსი თემაზე "ძილინებისავ პატარა!". კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
1. მარიამ ცხვედაძე
2. მარიამ აბაშიძე
3. ქაჯაია ნიკოლოზი
4. ნიკა კუპატაძე – რედაქციის რჩეული

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
1. ბარბის სახლი
2. თოჯინა და ხალიჩა
3. "ჯიპი"
4. "ჯიპი".

ყველას გისურვებთ წარმატებას ახალ კონკურსში!
 

  
patara.ge © 2010-2012 info@patara.ge
IP address signature

Page Rank Check